რომელი დასავლური ფონდებიდან იღებდნენ თანხას “იმედი” და საზოგადოებრივი მაუწყებელი 2021-2024 წლებში?

28 მარტი, 2025 | ფინანსური გამჭვირვალობა

ტელეკომპანია “იმედმა” 27 მარტს, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებზე მოამზადა სიუჟეტი, სადაც ამტკიცებდა, რომ “რეალური სივრცის” წამყვანს, ნინო ზაუტაშვილს, ამავე გადაცემის თანამშრომლებს, გურანდა გოგოჩაშვილს, თამარ მშვენიერაძესა და “ლიბერალური აკადემიის” თავმჯდომარეს, ლაშა ტუღუშს “სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლები უფიქსირდებათ”. 

“იმედი” სიუჟეტში დაფინანსების წყაროებად, რამდენიმე შპს-სთან ერთად, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციას ასახელებს, რასაც მოსდევს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების კომენტარები, რომ “აღნიშნული თანხები ქვეყანაში აგენტურული ქსელის შექმნისთვის იყო გამიზნული”. 

კომუნიკაციების კომისიის მონაცემების მიხედვით, 2021-2022 წლებში “ტელეიმედს” სარეკლამო, პროდუქტის განთავსების და სპონსორობის მომსახურების კატეგორიაში როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ისე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან თანხის მიღება უფიქსირდება. ვინაიდან მარეგულირებლის ვებ-გვერდზე მხოლოდ თანხის მოცულობის ზღვრული მონაცემებია მოცემული, დაფინანსების წყაროების მიხედვით ზუსტი თანხების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. როგორც ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩანს, მაგალითად, “იმედის” მიერ 2022 წელს აშშ-ის საელჩოდან მიღებული თანხის ოდენობამ მინიმუმ 100 000 ლარი შეადგინა. 

დასავლური ფონდების მხარდაჭერით არაერთხელ უსარგებლია საზოგადოებრივ მაუწყებელსაც, სადაც ნინო ზაუტაშვილი და “იმედის” სიუჟეტში ნახსენები “რეალური სივრცის” სხვა ჟურნალისტები მუშაობენ. 2022-2024 წლებში მაუწყებელმა “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტიდან” შემოსავალი 7-ჯერ მიიღო. გარდა ამისა, მის შემოსავლებში ასევე ფიქსირდება საერთაშორისო ორგანიზაციების Save the Children International-ის და კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისგან” მიღებული თანხა.

ცხრილი #1. ტელეიმედის სატელევიზიო შემოსავლის წყაროები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან COMCOM-ის მონაცემების მიხედვით

დაფინანსების წყარო2021 წლის II კვ.2021 წლის III კვ.2021 წლის IV კვ.2022 წლის I კვ.2022 წლის II კვ.2022 წლის III კვ.2022 წლის IV კვ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში (204396313) - აშშ    100,000-500,000 - რეკლამა50,000-100,000 - რეკლამა50,000-100,000 - რეკლამა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლობა (205298710) - საქართველო7,000-50,000 - რეკლამა 7,000-50,000 - რეკლამა/სპონსორობა    
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია (206055702) - საქართველო 7,000-50,000 - რეკლამა   7,000-50,000 - რეკლამა 
გაეროს განვითარების პროგრამა (204907128) - საქართველო  7,000-50,000 - პროდუქტის განთავსება7,000-50,000 - რეკლამა/პროდუქტის განთავსება   
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (203855505) - საქართველო    7,000-50,000 - რეკლამა  

 

ცხრილი #2. საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო შემოსავლის წყაროები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან COMCOM-ის მონაცემების მიხედვით

დაფინანსების წყარო2021 წ.2022 წ.2023 წ.2024 წ.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (211361694) - საქართველო 

I კვ. - 7,000-50,000 - სხვა

II კვ. - 7,000-50,000 - სხვა

III კვ. - 7,000-50,000 - სხვა

IV კვ. - 7,000-50,000 - სხვა

I კვ. - 7,000-50,000 - სხვა

II კვ. - 7,000-50,000 - სხვა

I კვ. - 7,000-50,000 - სხვა
კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში (206335483) - საქართველო

II კვ. - 7,000-50,000 - სხვა

III კვ. - 7,000-50,000 - სხვა

   
Save the Children International-ის საქართველოში წარმომადგენლობითი ოფისი (404409056) - საქართველოI კვ. - 7,000-50,000 - სხვა   
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (400014462) - საქართველო IV კვ. - 7,000-50,000 - სხვა