პროექტის შესახებ
მედიის განვითარების ფონდმა წინამდებარე ვებ-გვერდი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში შექმნა. ვებ-გვერდი განახლდა 2023 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით, პროექტის - “ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის (ConMeCo)” - ფარგლებში.
ვებ-გვერდის მიზანია, მოახდინოს მედიასთან დაკავშირებული კვლევების, მნიშვნელოვანი მოვლენებისა და მედია პროფილების ერთ სივრცეში კონსოლიდირება.
მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზა, კვლევის მიგნებებთან ერთად, მედია საშუალებების ფინანსური გამჭვირვალობის, სხვადასხვა თემატური კვლევებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ პერიოდულად განახლებად მასალებს გახდის ხელმისაწვდომს.
შესწორების პოლიტიკა
ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემები, მათ შორის მედია პროფილები, ეყრდნობა ისეთ ოფიციალურ მონაცემთა ბაზებს, როგორიცაა საჯარო რეესტრი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციულ ანალიტიკური პორტალი, სახელმწიფო შესყიდვები სააგენტო, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ონლაინ სისტემა და სხვა ოფიციალური წყაროები.
პირველწყაროში ან ჩვენს მიერ მომზადებულ მასალაში, რომელიც ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობა, ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ.
მედიის განვითარების ფონდი, გამოვლენილ ხარვეზს/შეცოდმას თანაზომადი ფორმით შეასწორებს, რაც გულისხმობს დაშვებული შეცდომის/ხარვეზის შესახებ მკითხველის მკაფიოდ ინფორმირებას, ცვლილებების იმავე ბმულზე შეტანის გზით, რომელზეც საწყისი სადავო შინაარსი გავრცელდა. შესწორებაში მკაფიოდ უნდა განიმარტოს, თუ რა ცვლილებები განიცადა საწყისმა შინაარსმა. განახლებული ინფორმაცია ყველა იმ ფორმითა და არხით გავრცელდება, რაც ორიგინალი.