მედია პროფილები

სანდრო ეულის ქუჩა 5ა, თბილისი 0186

00 995 32 220 11 11

რუსთავი 2

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ 1994 წელს ქალაქ რუსთავში დაფუძნდა და წლების განმავლობაში საერთო ნაციონალურ არხად იქცა. იგი B9 ლიცენზიას ფლობს.

2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს არხი პოლიტიკური ოპოზიციისთვის ალტერნატიული აზრის  მთავარი პლატფორმა იყო, თუმცა ვარდების რევოლუციის შემდეგ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა.

1994 წელს რუსთავი 2 ეროსი კიწმარიშვილმა, ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა დააფუძნეს. 2012 წლის ოქტომბრიდან რუსთავი 2 ძმებ ყარამანიშვილების მფლობელობაში იყო. ლევან ყარამანიშვილი წილების 22%-ს ფლობს, გიორგი ყარამანიშვილი კი - 18%-ს. „რუსთავი 2“-ის 51%-ს ტელეკომპანია „საქართველო“ ფლობს, რომლის 60% ლევან ყარამანიშვილის, 40% კი გიორგი ყარამანიშვილის საკუთრებაა. დარჩენილი 9% გიორგი გეგეშიძეს ეკუთვნის. ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ლევან ყარამანაშვილი მობილურ კომპანია “ბილაინის” წილების მფლობელიცაა.

2004-2012 წლებში რუსთავი 2-ის საკუთრება 20-ჯერ შეიცვალა. 2004 წლის 16 ივნისს პაატა კარსანიძემ „რუსთავი 2“-ის 60%  ჯარჯი აქიმიძისგან და დავით დვალისგან (30-30%) შეიძინა და იმავე დღეს ქიბარ ხალვაშს მიჰყიდა. ხალვაშის კომპანია შპს „პანორამამ“ ნიკა ტაბატაძის 10% და ეროსი კიწმარიშვილის 30%-იც შეისყიდა.

იმ პერიოდში ქიბარ ხალვაში თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირი იყო. 2005 წელს ქიბარ ხალვაშის კომპანიისგან რუსთავი 2-ის წილის 22% “საქცემენტმა” შეიძინა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ნაციონალური მოძრაობის წევრის დავით ბეჟუაშვილის და 2004-2008 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამა რობერტ ბეჟუაშვილი იყო. 2006 წელს კი მას შემდეგ, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტი დატოვა, რუსთავი 2-ის 78%-იანი წილი შპს “პანორამასგან” შპს “ჯეო-ტრანსმა” შეიძინა.

2015 წლის 4 აგვისტოს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში საკუთრებასთან დაკავშირებული სარჩელის ინიცირება ქიბარ ხალვაშმა მოახდინა, რომელიც აცხადებს, რომ სასამართლოში დავის მოგების შემთხვევაში, ტელეკომპანიის პირველადი მფლობელებიდან ორ თანამესაკუთრეს - ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 50%-იან წილს დაუბრუნებს. აღნიშნული პირებისგან 60%-იანი წილი 2004 წელს ქიბარ ხალვაშმა ფიზიკური პირის - პაატა კარსანიძის მეშვეობით შეიძინა.

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ საკუთრებასთან დაკავშირებით საპარლამენტო არჩევნების წინ ინიცირებული დავა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მედია პლურაზმისთვის საფრთხის შემცველად შეფასდა.

2017 წლის 2 მარტს უზენაესი  სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.  3 მარტს  აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საჩივრის საფუძველზე საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩერა.

2019 წლის აპრილში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ  საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა

TVMR საქართველოს მონაცემებით, რუსთავი 2 სატელევიზიო რეიტინგებში 2016  წელს პირველ ადგილზეა, ხოლო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით სარეკლამო ბაზარზე ლიდერობს და მის 45.5%-ს ფლობს. 2017 წელს TVMR საქართველოს მონაცემებით, ტელეკომპანიამ მე-2 სატელევიზიო რეიტინგით მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. 

2019 წლის 18 ივლისი-  ქიბარ ხალვაში- 60%, შპს პანორამა- 40 %,გენერალური დირექტორი - პაატა სალია; 

2016 წლის 5 იანვარი - ლევან ყარამანიშვილი 22%, გიორგი ყარამანიშვილი 18%, შპს „ტელეკომპანია საქართველო“ 51%, ნინო ნიჟარაძე 9% ( გენერალური დირექტორი -  ნიკა გვარამია- შეზღუდული უფლებამოსილება) 

2015 წლის 11 ნოემბერი - ლევან ყარამანიშვილი 22%, გიორგი ყარამანიშვილი 18%, შპს „ტელეკომპანია საქართველო“ 51%, ნინო ნიჟარაძე 9% ( გენერალური დირექტორი -  ნიკა გვარამია- შეზღუდული უფლებამოსილება, ფინანსური დირექტორი - კახაბერ დამენია, შეზღუდული უფლებამოსილება ) 

2015 წლის 6 ნოემბერი - ლევან ყარამანიშვილი 22%, გიორგი ყარამანიშვილი 18%, შპს „ტელეკომპანია საქართველო“ 51%, ნინო ნიჟარაძე 9% (დროებითი მმართველი - რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი,ერთობლივად; გენერალური დირექტორი -  ნიკა გვარამია- შეზღუდული უფლებამოსილება) 

2014 წლის 2 ოქტომბრიდან - დღემდე - ლევან ყარამანიშვილი 22%, გიორგი ყარამანიშვილი 18%, შპს „ტელეკომპანია საქართველო“ 51%, ნინო ნიჟარაძე 9%

2012 წლის 13 ნოემბერი - გიორგი გეგეშიძე 9%, ლევან ყარამანიშვილი 22%, გიორგი ყარამანიშვილი 18%, შპს „ტელეკომპანია საქართველო“ 51%

2012 წლის 12 ოქტომბერი - გიორგი გეგეშიძე 10%, ლევან ყარამანიშვილი 50%, გიორგი ყარამანიშვილი 40%

2012 წლის 5 ოქტომბერი - გიორგი გეგეშიძე 10%, ლევან ყარამანიშვილი 50%, შპს „მედია ჯორჯია“ 40%

2011 წლის 6 დეკემბერი - გიორგი გეგეშიძე 10%, ლევან ყარამანიშვილი 90%

2011 წლის 29 ნოემბერი - DEGSON LIMITED” 70% შპს „ჩემექსიმ ინტერნეშენალი“ 30%

2009 - 2011 “DEGSON LIMITED” 70% შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 30%

2008 - ირაკლი ჩიქოვანი 30%, კორპორაცია „გეომედია გრუპი“ 40%, „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 30%

2007 წლის 7 თებერვალი – 2008 - კორპორაცია „გეომედია გრუპი“ 55%, „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 45%

2006 წლის 12 დეკემბერი - შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 45%, „DELGADO RESOURCES“ LTD 55%

2006 წლის 17 ნოემბერი - შპს „გეო- ტრანსი“ 78%, შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 22%

2006 წლის 2 ნოემბერი - შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 22%, ქიბარ ხალვაში 38%, შპს „პანორამა“ 40%

2006 წლის 6 იანვარ - შპს „საქცემენტი“ 22%, ქიბარ ხალვაში 38%, შპს „პანორამა“ 40%

2004 წლის 15 ნოემბერი - ქიბარ ხალვაში 60%, შპს „პანორამა“ 40%

2004 წლის 28 ივნისი - შპს „პანორამა“ 30%, ქიბარ ხალვაში 60%, ნიკოლოზ ტაბატაძე 10%

2004 წლის 16 ივნისი - ქიბარ ხალვაში 60%, ერასტი კიწმარიშვილი 30%, ნიკოლოზ ტაბატაძე 10%

2004 წლის 16 ივნისი - პაატა კარსანიძე 60%, ერასტი კიწმარიშვილი 30%, ნიკოლოზ ტაბატაძე 10%

2001-2004 - დავით დვალი 30%, ჯარჯი აქიმიძე 30%, ერასტი კიწმარიშვილი 30%, ნიკოლოზ ტაბატაძე 10%

1996-2001 - ჯარჯი აქიმიძე 33.3%, დავით დვალი 33.3%, ერასტი კიწმარიშვილი 33.3%

1995- რეორგანიზაცია

1994 წელი - შპს „საინფორმაციო-სარეკლამო სააგენტო გამა პლიუსი“ - ჯარჯი აქიმიძე 40%, დავით დვალი 30%, ერასტი კიწმარიშვილი 30%

წელიმთლიანი შემოსავლები GNCC-ის მიხედვითსაბიუჯეტო შემოსავლები
201832 257 917724 060 
201732 267 166510 544 ლარი (15 ნოემბრის მდგომარეობით) 
201641 767 099 ლარი681 416 ლარი
201538 043 088 ლარი2 802 956 ლარი

 

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები მუდმივად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას არხის სარედაქციო პოლიტიკის გამო და მას წინა ხელისუფლების და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის - ნაციონალური მოძრაობის მიმართ მიკერძოებულობაში ადანაშაულებდნენ. ტელეკომპანიის საკუთრების საკითხი კი მუდმივად წარმოადგენდა მათი მხრიდან მითითების საგანს.

რუსთავი 2-ის მიმართ საჯარო კრიტიკის მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომლის არაფორმალურ მმართველობაზე არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებელი მიუთითებს. ივანიშვილმა არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ თამაშის წესები მედია ბაზარზე შეიცვლებოდა. 2015 წელს კი მისი შვილის, ბერა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული სატელევიზიო არხის GDS-ის ეთერში ახალ ანალიტიკური გადაცემა 20/30-ის დაანონსებისას, რომელსაც საწყისს ეტაპზე თავად უძღვებოდა, ივანიშვილმა ტელეპროექტის მიზნად მოსახლებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და რუსთავი 2-ის პროპაგანდის განეიტრალება დაასახელა.

ბიძინა ივანიშვილი: „რუსთავი 2“  და ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტული სიცრუის მანქანა საუბედუროდ დომინირებს მედია სივრცეში, სხვა  მედია საშუალებებიც მას მხარს უბამენ და მოსახლოებას ძალიან უჭირს რეალობის გაგება, ჩემი აზრით, კვირის პროექტს, მათ შორის და „20/30“-ის ყოველდღიურ გადაცემებს, შეუძლია მაქსიმალურად დაბალანსებული ინფორმაცია და სწორი აქცენტები მიაწოდონ მოსახლოებას… მოსახლოებას  უნდა ჰქონდეს იმის გაგება, რომ კარგად გაერკვეს მომავალ არჩევნებში, ვის შეიძლება მან მხარი დაუჭიროს,  მედია ანალიზს ამაში აქვს უდიდესი როლი, ეს პროექტიც [გადაცემა „20/30“] სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ მოსახლეობას კვალიფიციური ანალიზი მივაწოდოთ, რომ კარგი არჩევანი გააკეთონ არჩევნების დროს“.

ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გამოთქვა იმედი, რომ რუსთავი 2 მის რეალურ მფლობელს დაუბრუნდებოდა, ხოლო 2014 წლის 11 მაისს მოსახლეობას რუსთავი 2-ის “დასრულების” პირობა მისცა:

კახი კალაძე: “ძალიან ცუდია, რომ “რუსთავი 2″ ისევ აგრძელებს იმ 9 წლიან სამარცხვინო მოღვაწეობას, სიბინძურის პროპაგანდას. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას პირობას ვაძლევთ, რომ ეს აუცილებლად დასრულდება”.

პროფილების სექციაში განთავსებული მონაცემები, რომლებიც ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა, განახლებადია. პირველწყაროში ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით (info@mdfgeorgia.ge) და ჩვენ მონაცემებს შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განვაახლებთ. დეტალური ინფორმაცია შესწორების პოლიტიკის შესახებ იხილეთ აქ.