2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიში

29 ნოემბერი, 2016 | არჩევნების გაშუქება

„მედიის განვითარების ფონდი“ 2016 წლის 1 აპრილიდან 15 ოქტომბრამდე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია არჩევნებზე დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებისთვის“ ფარგლებში, წინასაარჩევნო მედია-მონიტორინგს ახორციელებს.


მონიტორინგის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში შეისწავლოს რაოდენობრივი და თვისობრივი თვალსაზრისით როგორ არიან პოლიტიკური სუბიექტები წარმოდგენილი პრაიმ თაიმის სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებებსა და ონლაინ მედიაში; უზრუნველყოფს თუ არა მედია მოქალაქეებს სათანადო ინფორმაციით იმისათვის, რომ მათ ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. პროექტის მიზანია კვლევის მიგნებების გამოქვეყნების გზით, გამოავლინოს არსებითი პრობლემები და მოქალაქეების ყურადღება მათი წყაროების სანდოობაზე მიაპყროს.