მედია საქმეები

23 სექტემბერი, 2016 გელა მთივლიშვილის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 23 სექტემბერს ღამით, წნორში ქუჩის სამუშაოების მიმდინარეობის დროს ადგილზე მყოფმა წნორის რწმუნებულმა, თამაზ მათეშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრ...

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 23 სექტემბერს ღამით, წნორში ქუჩის სამუშაოების მიმდინარეობის დროს ადგილზე მყოფმა წნორის რწმუნებულმა, თამაზ მათეშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტის ცნობით, მათეშვილი ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ იყო.

 

ინციდენტის მეორე დღეს, 24 სექტემბერს თამაზ მათეშვილმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და თანამდებობა დატოვა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

25 აგვისტო, 2016 შსს-მ ლიბერალს სამტრედიაში გამართული აქციის ამსახველი კადრები მოსთხოვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 აგვისტოს „ლიბერალს“ სამტრედიაში, 2016 წლის 20 აგვისტოს „დემურ სტურუასათვის, პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ" აქციაზე გადაღებული კადრები მო...

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 აგვისტოს „ლიბერალს“ სამტრედიაში, 2016 წლის 20 აგვისტოს „დემურ სტურუასათვის, პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ" აქციაზე გადაღებული კადრები მოსთხოვა. შსს-ს იმერეთის სამხარეო სამმართველო აქციაზე პოლიციის მანქანის დაზიანების გამო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ატარებს (ნივთის დაზიანება ან განადგურება).

„ლიბერალმა“ მასალების მიწოდებაზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე განაცხადა უარი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ჟურნალისტს არა აქვს ვალდებულება, პროფესიული საქმიანობის დროს მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმეზე მოწმე იყოს.

 

18 აგვისტო, 2016 Media.Ge-ს მთავარ რედაქტორს სამართალდამცავებმა ვიდეოგადაღების შესაძლებლობა არ მისცეს

2016 წლის 18 აგვისტოს Media.Ge-ს მთავარ რედაქტორსა დავით მჭედლიძეს სამართალდამცავებმა პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცეს.მჭედლიძე ქალაქ რუსთავში, გაგარინი...

2016 წლის 18 აგვისტოს Media.Ge-ს მთავარ რედაქტორსა დავით მჭედლიძეს სამართალდამცავებმა პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცეს.

მჭედლიძე ქალაქ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში ფართის დაკავების შემთხვევას აშუქებდა. მისი ინფორმაციით, მან მიტოვებული შენობის ოთახში, სადაც შეკრებილი იყვნენ კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, გადაღების ნებართვა ითხოვა, სამართალდამცავებმა კი ის ოთახიდან ხელის კვირით გამოაძევეს. ოთახში შესვლის მეორე მცდელობის დროს მჭედლიძეს კამერა ჩართული ჰქონდა. 10 წამიან ვიდემასალაში სამართალდამცავი ჟურნალისტს მიმართავს არ გადაიღოს და გადამღებ მოწყობილობისკენ ხელს წევს, რის შემდეგც კადრი წყდება. 

აღნიშნული ფაქტის შესახებ მჭედლიძემ 19 აგვისტოს საქართველოს პროკურატურას მიმართა. ის ფაქტის საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გამოძიებას ითხოვს, რაც ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლას დასჯადად აცხადებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა) და 333-ე (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით დაიწყო.

ინციდენტის დღეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, გამოიკვლიოს მომხდარი ფაქტი და დადგეს იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ჟურნალისტს არ მისცა პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება.

27 ივლისი, 2016 საკადრო ცვლილებები „იმედში“ გრძელდება

ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ნანა ლეჟავას დანიშვნიდან რამდენიმე დღეში,27 ივლისს არხი „ქრონიკის სტუდიის“ წამყვანამა, დიანა ტრაპაიძემ დატოვა. “ნეტგაზეთის...

ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ნანა ლეჟავას დანიშვნიდან რამდენიმე დღეში,27 ივლისს არხი „ქრონიკის სტუდიის“ წამყვანამა, დიანა ტრაპაიძემ დატოვა. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, გადაცემა “პოლიტიკის” წამყვანი თეონა გეგელია კი  არხის ვებგვერდზე იმუშავებს. ვებგვერდზე გააგრძელებს მუშაობას საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი ჯონი კალანდაძეც. მთავარი საინფორმაციო გამოშვების - „ქრონიკა“ (20 საათზე) წამყვანი თეა სიჭინავა სხვა თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.

საინფორმაციო სამსახურში ცვლილებებს წინ უსწრებდა არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი რუხაძის დანიშვნა. თავის მხრივ, რუხაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნით გამოწვეული ინტერესთა კონფლიქტის გამო, თანამდებობა დატოვა მისმა დედამ, ნათელა სახოკიამ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.

რუხაძის სახელი ტელეკომპანია მაესტროს  წილების შეცლის საკითხშიც ფიგურირებდა. “მაესტროს” 55%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ის პატარკაციშვილების ოჯახს დაუკავშირდა და მისი მეგობარი ირაკლი რუხაძე თანხის სესხებას დაჰპირდა. ირაკლი რუხაძე კერძო ინვესტიციებისა და კაპიტალის საერთაშორისო მართვის კომპანიის „სელფორ ჯორჯიას“ ხელმძღვანელია. ის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია, რომელსაც ოფიციალურ დანიშვნადმე ტელეკომპანია „იმედის“ არაფორმალურ მმართველადაც მოიხსენიებდნენ. სწორედ ირაკლი რუხაძის გადაწყვეტილებას უკავშირებს მისი გადაცემის „იმედზე“ დახურვას ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია.

 

12 ივლისი, 2016 საკადრო ცვლილებები ტელეკომპანია “იმედში”

2016 წლის 23 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მაია თაბაგარი ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ შეცვა...

2016 წლის 23 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მაია თაბაგარი ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ შეცვალა. თაბაგარი გენერალური დირექტორის კონსულტანტი გახდა.

საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის შეცვლის გამო განცხადება გაავრცელეს არხის ჟურნალისტებმა. მათი თქმით,  წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის ხელმძვანელის შეცვლა არხისა და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობასა და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ეჭვქვეშ დააყენებდა.

საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ცვლილებას წინ უსწრებდა არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი რუხაძის დანიშვნა. თავის მხრივ, რუხაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნით გამოწვეული ინტერესთა კონფლიქტის გამო, თანამდებობა დატოვა მისმა დედამ, ნათელა სახოკიამ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.

რუხაძის სახელი ტელეკომპანია მაესტროს  წილების შეცლის საკითხშიც ფიგურირებდა. “მაესტროს” 55%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ის პატარკაციშვილების ოჯახს დაუკავშირდა და მისი მეგობარი ირაკლი რუხაძე თანხის სესხებას დაჰპირდა. ირაკლი რუხაძე კერძო ინვესტიციებისა და კაპიტალის საერთაშორისო მართვის კომპანიის „სელფორ ჯორჯიას“ ხელმძღვანელია. ის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია, რომელსაც ოფიციალურ დანიშვნადმე ტელეკომპანია „იმედის“ არაფორმალურ მმართველადაც მოიხსენიებდნენ. სწორედ ირაკლი რუხაძის გადაწყვეტილებას უკავშირებს მისი გადაცემის „იმედზე“ დახურვას ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია.

ნანა ლეჟავა სხვადასვხა დროს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი, პარტია “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, საგამოძიებო სტუდია GNS-ის დამფუძნებელი და TV3-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო.

23 ივნისი, 2016 საკადრო ცვლილებები ტელეკომპანია “იმედში”

2016 წლის 23 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მაია თაბაგარი ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ შეცვა...

2016 წლის 23 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მაია თაბაგარი ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ შეცვალა. თაბაგარი გენერალური დირექტორის კონსულტანტი გახდა.

საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის შეცვლის გამო განცხადება გაავრცელეს არხის ჟურნალისტებმა. მათი თქმით,  წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის ხელმძვანელის შეცვლა არხისა და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობასა და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ეჭვქვეშ დააყენებდა.

ნანა ლეჟავა სხვადასვხა დროს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი, პარტია “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, საგამოძიებო სტუდია GNS-ის დამფუძნებელი და TV3-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო.

საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის შეცვლიდან რამდენიმე დღეში, 27 ივლისს არხი „ქრონიკის სტუდიის“ წამყვანამა, დიანა ტრაპაიძემ დატოვა, რომელიც სექტემბრიდან ტვ პირველის თოქ-შოუს წამყვანი გახდა. 12 აგვისტოს პოლიტიკური თოქ-შოუ “პოლიტიკის” წამყვანმა თეონა გეგელიამ განაცხადა, რომ ის გადაცემას აღარ გაუძღვებოდა და არხის ვებგვერდზე გააგრძელებდა მუშაობას.

საინფორმაციო სამსახურში ცვლილებებს წინ უსწრებდა არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი რუხაძის დანიშვნა. თავის მხრივ, რუხაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნით გამოწვეული ინტერესთა კონფლიქტის გამო, თანამდებობა დატოვა მისმა დედამ, ნათელა სახოკიამ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.

რუხაძის სახელი ტელეკომპანია მაესტროს  წილების შეცლის საკითხშიც ფიგურირებდა. “მაესტროს” 55%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ის პატარკაციშვილების ოჯახს დაუკავშირდა და მისი მეგობარი ირაკლი რუხაძე თანხის სესხებას დაჰპირდა. ირაკლი რუხაძე კერძო ინვესტიციებისა და კაპიტალის საერთაშორისო მართვის კომპანიის „სელფორ ჯორჯიას“ ხელმძღვანელია. ის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია, რომელსაც ოფიციალურ დანიშვნადმე ტელეკომპანია „იმედის“ არაფორმალურ მმართველადაც მოიხსენიებდნენ. სწორედ ირაკლი რუხაძის გადაწყვეტილებას უკავშირებს მისი გადაცემის „იმედზე“ დახურვას ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია. მაღალრეიტინგული გადაცემები “რეაქცია” და “იმედის კვირა” იმედზე 2015 წლის 29 აგვისტოს დაიხურა. ინგა გრიგოლიას ამჟამად გადაცემა ტვ პირველზე მიჰყავს.

Pages